რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ნინო ბურჯანაძე. "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ამომრჩევლებს ოზურგეთში შეხვდა.
სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, მოსახლეობა, რომელიც იძულებულია რეგიონი დატოვოს - შეხვედრაზე აქცენტი ამ თემებზე გაკეთდა.
"მოსახლეობა შეწუხებულია, თხილის მოსავალი ფუჭდება ფაროსანას გამო და შემოსავალს ვეღარ იღებენ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ძალა იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება რეალურად შევცვალოთ,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.