17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს აუცილებლად ჩატარდება. პრემიერის თქმით, სავაჭრო ცენტრში შესვლა უფრო სახიფათოა, ვიდრე საარჩევნო უბანზე ყველა წესების დაცვით მისვლა. 

გიორგი გახარია თხოვნით მიმართავს როგორც მოქალაქეებს, ასევე პოლიტიკოსებს - ყველა საჭირო წესები დაიცვან და ატარონ პირბადე.

"ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით. მეგობრებო, არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ, არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს.

მეორე - ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, რომ წესები დავიცვათ. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს ხომ ასეთი რთული არ არის. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები