17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
სახელმწიფომ შეისყიდა უახლესი აპარატები, რომლებიც უფრო ეფექტურად მართავენ კოვიდს - ეკატერინე ტიკარაძე

ეპიდემიოლოგიური მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მთავრობაში მუშაობენ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ქოლცენტრების მიმართულება უნდა გაძლიერდეს, რათა მოქალაქეებს არანაირი შეფერხება არ შეექმნათ.

"ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე უკვე მოხდა საშტატო შერჩევა და მათი დამატება მოხდება ამ კვირაში. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს შესწავლილი და გვაქვს 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც ვთვლით, რომ ამ ეტაპისთვის გაუმკლავდება ის საკადრო რესურსი, რომლის მობილიზებაც მოხდა. უზრუნველვყოფთ და ეს პრობლემაც იქნება ამ კვირაში მოგვარებული. ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით მნიშვნელოვანია არსებული ცხელი ხაზის გაძლიერება და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს არანაირი შეფერხება.

საქართველოში არის საკმარისი სასუნთქი აპარატი. სახელმწიფომ მაინც შეისყიდა უახლესი აპარატები, რომლებიც მეტად უფრო ეფექტურად მართავენ კოვიდს და ჩვენ უკვე 100-ზე მეტი აპარატი გვაქვს შეძენილი და ეს აპარატები გადანაწილებულია მთელი საქართველოს მასშტაბით იმ კლინიკებში, სადაც იმართებიან მძიმე პაციენტები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები