"რუსთავი 2-ის" დაკვეთით კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც 31 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, "ქართული ოცნებაა".
"დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც რეალურად იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვოს გამარჯვება, მოიპოვოს გამარჯვება ისე, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს რეალურად "ქართული ოცნებაა", საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეს არჩევნებშიც გამოიხატება. დაველოდოთ 31 ოქტომბერს, დაახლოებით 3-4%-მდე აღების შესაძლებლობა აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ყველაფერი რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ამომრჩევლებზე,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ამომრჩევლის დიდი რაოდენობით მხარდაჭერის მოლოდინი აქვს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს რატი იონათამიშვილს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხარდაჭერა ნამდვილად არის 55-60%-ის ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებზე და არანაირი საჭიროება არ დგას იმისა, რომ კოალიციური მთავრობის ფორმატზე ვიფიქროთ,"- განაცხადა რატი იონათამაშვილმა.