17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა შეიცვლება. 

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოჯახის ექიმთან არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის ექიმის ზარის დაყოვნება არის მაქსიმუმ ერთ საათამდე. ჩვენ ამ კვირაში შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე, რაც უფრო გაამარტივებს პროცესს.

მოდელი იხვეწება და ეს დაყოვნებები აღარ იქნება. სამინისტრო მუშაობს ცენტრალური ონლაინკლინიკის გამართვაზე. 

რაც შეეხება სისხლის პლაზმას, გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა რჩება, როგორც საკვლევი მეთოდი. კვლევის ფარგლებში მისი გამოყენება დასაშვებია, ამ ტიპის მეთოდით მკურნალობა აქ უკვე ჩატარდა, გარკვეული აქტივობებიც განკურნებული პაციენტების მხრიდან უკვე შეინიშნება.

არსებობს თბილისში რამდენიმე ადგილი, სადაც შესაძლებელია სისხლის დამუშავება. ეს მხოლოდ იქნება მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, როგორიც გახლავთ ინფექციური პათოლოგიების ცენტრი და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები