17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
მკაცრი ლოკდაუნი აღარ იქნება - პრემიერის თქმით, საზოგადოების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების შემთხვევაში კრიზისი მოსალოდნელი არ არის

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრამდე მთავრობის მეთაურმა არსებული ეპიდვითარება და სამომავლო გეგმები საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად განიხილა.

შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიდგომები არ შეიცვლება და მასშტაბური შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.

მთავარ არგუმენტად სახელდება ის, რომ მორიგი ლოკდაუნი ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება. ამასთან გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს უმკლავდება და საზოგადოების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების შემთხვევაში კრიზისი მოსალოდნელი არ არის.

ეპიდვითარების გართულების ფონზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს.

ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში "კოვიდ-19"-ის მართვის ახალ სამედიცინო პროტოკოლებს წარმოადგენს.

დღის ამბები