გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცემა. 2019 წელს აქციებისას იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებულის შეწყალების მიზნით ხელმოწერები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეაგროვეს. დოკუმენტაცია სამოქალაქო აქტივისტებს გადაეცათ.
"ჩვენ უკვე ვუახლოვდებით არჩევნებს და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები ტარდება შეუსრულებელი პირობების და პოლიტიკური დევნის ფონზე. გიორგი რურუა, რომელიც იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი, რომელზე მთელი მსოფლიო გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ მისი ციხეში დაკავება ნეგატიურ გავლენას ახდენს წინა საარჩევნო გარემოზე,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება უნდა დასრულდეს.
"გიორგი რურუა არის ნათელი მაგალითი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის როგორ შეგიძლია ადამიანი უბრალოდ ჩასვა ციხეში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.