"ევროპულმა საქართველომ" 112-ის შენობასთან აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯების გეგმა წარადგინა.
მათი თქმით, სწრაფი რეაგირებისთვის ცხელი ხაზის და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის აუცილებელი.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ 112-ის ცხელი ხაზის გამართულად მუშაობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
"არაფერი არ ჭირდებოდა იმის გათვლას, რომ ამ ტალღის დაწყებისთანავე დაიწყებოდა 112-ის ცხელი ხაზის გადატვირთვა, ამას სჭირდებოდა კარგი მენეჯმენტი. ცხელი ხაზი უნდა მუშაობდეს გამართულად,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე კი აღნიშნავს, რომ ქვეყანას კონკრეტული ეკონომიკური გეგმა სჭირდება.
"ჩვენ გვჭირდება გამართული სექტორი, ჰოსპიტალური სექტორი ასეთ დროს უნდა მუშაობდეს გამართულად და უნდა იყოს მზად. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯები, რომ გამოსწორდეს ეს მდგომარეობა, რაც ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.