"სრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი წარადგინა. ღონისძიება ყაზბეგის გამზირზე, ე.წ წითელ ბაღში გაიმართა. კანდიდატი მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარუდგინა.
"ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ საქმე, დღე და ღამე ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ და აღარასდროს გავიხედოთ უკან, წარსულში. "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი, სწორედ მომავლის გუნდია, რომელიც ამას გააკეთებს.
მე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ თაკოს. ის არა უბრალოდ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატია, ის არის ქვაკუთხედი, ვის გარშემოც ჩვენ შევქმენით "სტრატეგია აღმაშენებლის" ძალიან ძლიერი გუნდი.
ის არის ძალიან ღირსეული ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც თავის სიტყვას ამბობდა საქართველოს ძნელბედობის ჟამს,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანის წარდგენაზე გიორგი ვაშაძემ.