17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა

პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. პრეზენტაცია პარტიის ლიდერებმა გამართეს. პროგრამაში გაწერილია ოთხი წლის განმავლობაში შესასრულებელი პროექტები და ხედვები. "თავისუფალი დემოკრატების" პრიორიტეტებში პირველ ადგილზე დეოკუპაციაა.

”თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრმა დევი ტაბიძემ აღნიშნა, რომ მათი პარტიის პროგრამა რეალისტურია და ეფუძნება კონკრეტულ საჭიროებებს. 

"დღეისათვის ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამას და მე, როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც ეს 45 გვერდი მოიცავს. ჩვენი პროგრამა არ არის მხოლოდ საარჩევნო და ხმამაღალი პროგრამა, ის რეალისტურია, რომელიც ითვალისწინებს პრობლემების გადაწყვეტას დღევანდელ სინამდვილეში,"- განაცხადა მან. 

დღის ამბები