27 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ მზადაა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პირდაპირი ეთერის პირობებში ესაუბროს.

"მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში, სადაც მთლიანად იქნება ის მხილებული, როგორც მატყუარა გადამგდები, მტაცებელი, ქვეყნის დამაქცევარი. რის შემდეგაც იმედია თვითონ დაკარგავს წაგებამდე პოლიტიკური მოღვაწეობის ყოველგვარ სურვილს. თუ ასე ძალიან ეშინია კორონასი, მე მზად ვარ ვირტუალურ დებატებშიც შევიდე მასთან," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები