274 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელ ფართს ქუთაისში მიიღებენ.
წლის ბოლომდე დამატებით 100-ზე მეტი ოჯახი იქნება ბინით უზრუნველყოფილი. პარალელურად, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი, 28 ავარიული შენობა დაიხურება.