"დაუპიპინე ბიძინას" - ამ აქციის ორგანიზატორი ევროპული საქართველოა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე და ავტომობილებით დაიძრნენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ამ აქციის დასკვნითი ეტაპი საღამოს 8 საათზე დაიწყება. იგეგმება მასშტაბური შეკრება.
აქციის ფარგლებში ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები თბილისისკენ რეგიონებიდან დილით დაიძრნენ. შეკრების მიზანია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეახსენონ, რომ მისი მმართველობის პერიოდი დასრულებულია.