ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას ზუგდიდის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ჩიქოვანი აფასებს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე პროცესები დროულად და მსხვერპლის გარეშე დასრულდება.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ აქ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერას ამ ყველაფერზე, ამას არაფერია ჰქვია, გარდა პოლიტიკური მოროდიორობისა. ჩვენ ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებსაც, ვინაიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და საერთოდ, პირდაპირ ეთერში ვხედავთ ჩვენ, რომ თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებენ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანთან, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.
ირაკლი ჩიქოვანი გიგი უგულავას განცხადებასაც პასუხობს, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ მზად არის მძევლებს ჩაენაცვლოს.
"ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ამას თუ ვინმე აკეთებს, ეს არის ჩვეულებრივ პოლიტიკური მოროდიორობა და ამის ფაქტებიც ვნახეთ. გიგი უგულავას რა გაუკეთებია კრიზისულ ვითარებაში, ეს კარგად ცნობილია. გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში. არიან პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს შეასრულებენ,“ - განაცხადა ირკალი ჩიქოვანი.