"ევროპული საქართველოს" წევრი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, რომელიც მზად არის, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს ჩაენაცვლოს, "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ეს შეთავაზება მისი მხრიდან გულწრფელია და არა პოპულისტური.
"საერთოდ არ მაინტერესებს იმ სპეციალისტების აზრი, ვინც 19 ადამიანის სიცოცხლეს უფრო ნაკლებად მიიჩნევს, ვიდრე ერთი ადამიანის. მე არავის ვეტოლები, განსხვავებით გახარიასგან, ეს არ არის ჩემი მხრიდან პოპულიზმი, ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი შეთავაზება, თუ ეს იმუშავებს, ამისათვის მე მზად ვარ.
სამწუხაროდ, ვუყურებ და ვხედავ ხარვეზებს. ასეთ დროს სპეცრაზმს აქვს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც უნდა იმუშაოს, ასეთ შემთხვევებში ფსიქოლოგების ჩართვაც ხდება. მძევლებია აყვანილი და რა შუაშია 9 წელი, წარსული და პოლიტიკა," - განაცხადა გიგი უგულავამ.