17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს.

როგორც დეგნანმა განაცხადა, არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები.

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების დროს მსოფლიოს თვალები და ყურები არიან. ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიდან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან.

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა," - განუცხადა ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებს მათი სამუშაოს განხილვისას.

დღის ამბები