17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
მარცხისთვის განწირულმა ყველაფერზე წამსვლელმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება ყველაფერი გააკეთოს - ირაკლი კობახიძე ზუგდიდის ინციდენტში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე

"ქართული ოცნების" წევრის გიორგი ვოლსკი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არაა გამორიცხული ქვეყანაში პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები და ტერორისტული აქტები ხდებოდეს, მმართველ გუნდში ეთანხმებიან. დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის რეიტინგს შორის პარალელი გაავლო და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები ოპონენტებისგან გამორიცხული არაა:

"ჩვენ შტაბში გვქონდა ამაზე არაერთხელ მსჯელობა, გამომდინარე რეიტინგებიდან, რაც ფიქსირდება და გამომდინარე ჩვენი კონკრეტული ოპონენტი ძალის ბუნებიდან, თავის დროზე როცა ისინი იყვენენ ხელისუფლებაში არაფერს ერიდებოდნენ, თქვენ გახსოვთ იმიტირებული ტერაქტები, რომელიც მათი მხრიდან იგეგმებოდა და ხორციელდებოდა არაიმიტირებული ტერაქტები მოქალაქეების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არის 2 ფაქტორი, ამ პოლიტიკური ძალის ბუნება - ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფერზეა წამსვლელი სააკაშვილი, გვარამია და სხვენი და მეორე ფაქტორი არის მათი რეიტინგები, ისინი არიან განწირული მარცხისთვის და ასეთ დროს ყველაფერზე წამსვლელმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება ყველაფერი გააკეთოს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები