17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ეკა ბესელია პატიმართა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს და პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდება

ეკა ბესელია პატიმართა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს და რამდენიმე დღეში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება. საინიციატივო ჯგუფი შაბათს პარლამენტის წინ ამნისტიის აქტის მიღებას მოითხოვს.

პარტია "სამართლიანობისთვის"და პატიმართა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს კლანი მართავს და მათ მიმართ სისტემა არასამართლიანია.

ეკა ბესელიას განცხადებით, ამნისტიის აქტის მიღება აუცილებელია იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოთი ვერ ისარგებლეს და ვისი გათავისუფლებაც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ჩვენ სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო პრაქტიკულად წაგვართვა კლანურმა მმართველობამ სასამართლო სისტემაში. ამნისტიის აქტი არის ჰუმანური აქტი, რომელიც სჭირდებათ პატიმრობაში მყოფ იმ ადამიანებს, ვინც ვერ ისარგებლეს  სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვისი გათავისუფლებაც არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს," - აღნიშნა ხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "სამართლიანობისთვის" ეკა ბესელიამ.

დღის ამბები