"ლელო საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანიას და მარშალის გეგმის საჯარო განხილვას აგრძელებს. რუსთავის შემდეგ "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები ქობულეთში და ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს.
"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთში გიორგი სიორიძეა. ადგილობრივმა მოსახლეობამ "ლელოს" გეგმები და კონკრეტული პროგრამული ხედვა მოისმინა.
"ჩვენ უნდა დავძრათ ეკონომიკურად გაჩერებული ქვეყანა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ვარდნა და დავიწყოთ ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობა. ის დრო, რომელიც არაკომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა დაგვაკარგინეს, უნდა ავანაზღაუროთ დაუზოგავი და თავდადებული შრომით. არცერთი წამი დასაკარგი არ გვაქვს, ამიტომ არჩევნებში უკლებლივ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს არ არის რიგითი არჩევნები, ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.