ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "საქართველო და უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან" მრავალი მიზეზის, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდის გამო.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნული მას შემდეგ განაცხადა, რაც "ინტერფაქს-უკრაინის" ჟურნალისტმა ირინა სომერმა მას ჰკითხა იქნება, თუ არა გათვალისწინებული NATO2030-ის შემუშავების პროცესში ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს ინტერესები. სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საკუთარი წინადადებების NATO- წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებისთვის წარდგენამდე, იგი ორივე ქვეყანასთან კონსულტაციებს გამართავს.