01 დეკემბერი 2020,   01:24
ვრცლად
8 დღე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე - პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს რეგიონებში ხვდებიან

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების კონკურენცია იზრდება. საარჩევნო სუბიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით გადაადგილდებიან და საარჩევნო პროგრამას ხალხს აცნობენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა, საარჩევნო კამპანიის დღევანდელი დღე, ძირითადად რეგიონებში შეხვედრებს დაუთმეს.

შეხვედრები დღეს ძირითადად დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა. ეპიცენტრი კი ქუთაისი იყო, სადაც ერთდროულად რამდენიმე პარტია ცდილობდა ამომრჩევლის გულის მოგებას.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მრავალფეროვანი საარჩევნო პაკეტი უკვე ყველა რეგიონში მოისმინეს.

დღის ამბები