"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩატარებულ რეფორმებზე საუბრობს მართლმსაჯულების სისტემაში.
როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის პრობლემა აღმოიფხვრა.
"ძალიანა არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში სწორი არაფერი გაუკეთებიათ მართლმსაჯულების სისტემაში.
რაც შეეხება ამ სისტემას, შევარდნაძის პერიოდში მოსამართლეებთან მიჰქონდათ ქრთამი და ეს შეიცვალა. დამოუკიდებლობის პრობლემა იყო, მაგრამ ის რომ, წინსვლა არ იყო ამ სისტემაში არ არის სწორი შეფასება. სასამართლოს ფუნქცია არ იყო ქრთამის აღება, კორუფცია სასამართლოს სისტემაში აღმოიფხვრა.
სასამართლო სისტემამ გასული 8 წლის მანძილზე რა პროგრესი განიცადა?- მე დავასახელე რა პროგრესიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.