17 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
როგორ უნდა გამოკვებოს ოჯახი ადამიანმა, ჩვენ ეს გაგვიკეთებია და ზუსტად ამას მოვახერხებთ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძემ მისი პარტიის გეგმები წარადგინა, რომელსაც მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებენ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

"ჩვენი გეგმა არის გადასახადების შემცირება, ჩვენი გეგმა არის რომ ოჯახი უნდა გამდიდრდეს და გაძლიერდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი - ადამიანებს, მასწავლებლებს, პოლიციელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს არ აქვს შემოსავალი, ჰქონდეს ელემენტარული საკვები წყარო. როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი ამ ქვეყანაში და როგორ უნდა გამოკვებოს ოჯახი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს გაგვიკეთებია და ზუსტად მოვახერხებთ ამას კიდევ. ეს არის ის რეალობა, რომელიც არსებობს.

პოლიცია იქნება აუცილებლად დამოუკიდებელი, სუსი გაუქმდება, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, იქნებიან უცხოელი მოსამართლეები, პროკურატურაში იქნება ანტიკორუფციული პალატა და იქნება ანტიკორუფციული ბიურო,“ - განაცხადა ხატია დეკამოიძემ.

 

დღის ამბები