27 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ აჭარის რეგიონალური ტურის ფარგლებში "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი წარადგინა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, აჭარის რეგიონალური ტურის ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

აჭარაში "სტრატეგია აღმაშენებლის" სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა დიასამიძე იქნება, სიის მეორე ნომერი ზურაბ მახარაძე. აჭარაში "სტრატეგია აღმაშენებელს" ასევე წარმოადგენენ ბადრი მუმლაძე, რუსუდან ფუტკარაძე, ელზა დავითაძე, ავთანდილ ქარცივაძე, ასლან ქამადაძე, დავით ბერიძე, ჯონი საგინაძე

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიზო გორგილაძე იქნება.

"ეს არის ბათუმის და აჭარის საქმის მკეთებელთა გუნდი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ მათი წარდგენისას.

დღის ამბები