ზუსტად 7 დღეში ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს. არჩევნების პროცესი განსხვავებულ რეჟიმში იქნება, რადგან ქვეყანაში ისევ პანდემიაა.
პროცესი დადგენილი წესებით ჩაივლის - პირბადე, დისტანცია, დეზობარიერი და დეზინფექცია.
საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებისთვის იქნება ინდივიდუალური საწერი კალმები, ამომრჩეველს პირბადის მოხსნა დასჭირდება მხოლოდ ორჯერ - პირველად იდენტიფიცირების მიზნით და მეორედ - რეგისტრატორთან.
#17 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ნინო წურწუმია აცხადებს, რომ ყოველ ორ საათში ერთხელ გასუფთავდება საარჩევნო უბანი.
"ყველა წესი იქნება დაცული, ინდვიდუალური კალმები, ვისაც პირბადე არ ექნება დავურიგებთ, პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს ამომრჩეველს, პირველადი მოსვლის დროს და მეორედ - რეგისტრატორთან, რომ იდენტიფიცირება მოხდეს,"- განაცხადა ნინო წურწუმიამ.
თერმოსკრინინგი კი მხოლოდ კომისიის წევრებს ჩაუტარდებათ.