17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კონკურენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კონკურენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს.

არმაზ ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ვარშალომიძეს და რესან კონცელიძეს მიმართა, იფიქრონ მოქალაქეების ინფორმირებულ არჩევანზე.

ახვლედიანის განცხადებით, თუ კანდიდატებმა საკუთარი ხედვები მოსახლეობას საჯარო დისკუსიის ფორმატში არ გააცნეს, არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი ეჭვქვეშ დადგება.

"დარჩენილი დღეები უნდა გამოვიყენოთ იმაში, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ყველა სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არჩევნები შეიძლება ნაკლულად ჩაითვალოს,"- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დღის ამბები