სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ხმაური იყო - სამართალდამცველებსა და პარტია "ქართული არჩევანის" წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბეჟან გუნავამ და მისი პარტიის წევრებმა შენობაში შესვლა რამდენიმეჯერ სცადეს. სამართალდამცავებმა პარტიის წევრი გოჩა ფერცულიანი დააკავეს.
პარტია "ქართული არჩევანი" სახელმწიფო სამსახურთან აქცია პერფორმანსს ატარებდა სახელწოდებით "შავი ფული". მათ სიმბოლურად "შავი ფული" დაარიგეს და შენობას შეაყარეს.