სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა დააკავეს - პარტია "ქართული არჩევანი" სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქცია-პერფორმანს მართავდა.
პარტიის წევრებმა შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა პარტიის რამდენიმე წევრი - ბეჟან გუნავა, თეთრიწყარო ბოლნისი-დმანისი-წალკა მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი შავრეშიანი და გოჩა ფერცულიანი დააკავეს.