დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 27 საათიანი ტურნე "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდმა დღეს თბილისში დაასრულა. გიორგი ვაშაძე გუნდთან ერთად ადგილობრივებს 17-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში შეხვდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაშიც დამნაშავე "ქართული ოცნებაა".