არჩევნებამდე 4 დღით ადრე "ქართული ოცნება" ამომრჩეველს აფრთხილებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ფალსიფიცირებული ვიდეომასალის და დეზინფორმაციის გავრცელებას გეგმავს.
საუბარია პროგრამა Deepfake-ზე, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის და ხმის გაყალბება შეუძლია.
რა არის Deepfake - თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გამოსახულების სინთეზს ახდენს და ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.
მისი განსხვავება ნამდვილისგან საკმაოდ რთულია, ამიტომ პროგრამა თანამედროვე მსოფლიოს კიბერუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მას ხშირად იყენებენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებლად.
ის ყველასათვის ხელმისაწვდომია და ასეთი ფალსიფიცირებული კადრები სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრია.