17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე ცხელ ფაზაში შევიდა - პარტიები პროგრამების წარდგენას აქტიურად განაგრძობენ

წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე ცხელ ფაზაში შევიდა. საქართველოში ზუსტად 5 დღეში საპარლამენტო არჩევნებია. მანამდე პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ.

თბილისსა და რეგიონებში გრძელდება მოქალაქეებთან შეხვედრები, კანდიდატების წარდგენები და გეგმების პრეზენტაციები.

პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, გიორგი ბოტკოველი და ლევან ბეჟაშვილი, წარადგინა.

კახეთში შეხვდა ამომრჩევლებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერიც. შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი წარუდგინა.

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ ალერტკარში იმყოფებოდა. გიგი უგულავა ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ პოლიტიკურმა გუნდმა კულტურის სფეროს განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავი-ახმეტა-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდა.

ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრა გამართა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, სახელობის ტრადიციულ დოღს დაესწრო.

 

დღის ამბები