17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ყოველი მეოთხე ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირდა არჩევნებზე დასაკვირვებლად, პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან - აცხადებს გივი მიქანაძე 

"ქართული ოცნების" წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სადამკვირვებლო მისიების მიერ მონიტორინგის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხორციელება. 

როგორც გივი მიქანაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, 31 ოქტომბრის არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება და "ქართული ოცნება" მთავრობას ერთპიროვნულად დააკომპლექტებს. 

"დემოკრატიის პროცესის მართლაც ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სადამკვირვებლო მისიების მიერ მიუკერძოებლად და სწორედ, სამართლიანად მონიტორინგის განხორციელება. სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დამკვირვებლის ჩართულობა და მონაწილეობა. როდესაც ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი დაინტერესდა და ჩაიხედა თუ რა სიტუაცია გვქონდა კონკრეტულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებაში, ჩვენთვისაც გასაოცრად აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ყოველი მეოთხე ორგანიზაცია, რომელიც დღეს ცესკოს მიერ დარეგისტრირდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად,არის პირდაპირ კავშირში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ მათ დასკვნებს, მათ საჩივრებს და ა.შ.“ - აცხადებს გივი მიქანაძე. 

დღის ამბები