პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" მხარდამჭერის ცემის ფაქტზე ავრცელებს ინფორმაციას.
პარტიის თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათ წარმომადგენელს ბოლნისში ნაბიგ ბაირამოვს მიაყენეს.
ბაირამოვი "კურიერთან" საუბარში კი ჰყვება, რომ ის ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ფოტოების გადაღება დაიწყო, რამაც ავარიის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.