2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში გადადის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა პარტია, ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებამდე 4 დღით ადრე მოქალაქეებს მაჟორიტარების კანდიდატებს წარუდგენს. რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებიც.
რეგიონების პარალელურად აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს დედაქალაქშიც. ზუსტად 4 დღეში მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს და მეათე მოწვევის პარლამენტი ახალი სისტემით, 120/30-ზე პრინციპით, დააკომპლექტოს.