17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში - თეა წულუკიანი

"ქართული ოცნების" წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ოცნება" დააკომპლექტებს მთავრობას, მისი იუსტიციის მინისტრად დანიშვნა არ იგეგმება.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის პარლამენტში გააგრძელებს მოღვაწეობას. 

"მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში. ეს ასე არ იგეგმება. მომავალ პოზიციებს მომავალში ვნახავთ, მაგრამ ეს დაგეგმილი არ არის, რომ მე დავბრუნდე იუსტიციის სამინისტროში,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.  



დღის ამბები