17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
არჩევანი გვქონდა გასაკეთებელი, გვებრძოლა ადამიანების წინააღმდეგ, თუ გარდაგვექმნა სისტემა -თეა წულუკიანი მართლმსაჯულების რეფორმაზე

მოახერხა თუ არა ქართულმა ოცნებამ მართლმსაჯულების სისტემის  რეფორმირება და კმაყოფილია თუ არა შედეგით ქართული ოცნების უცვლელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სისტემის დღევანდელი მდგომარეობით - ამ თემაზე თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ჯერჯერობით, ადრეა იმის თქმა, კმაყოფილია თუ არა შედეგით, რადგან რეფორმა არ დასრულებულა. თეა წულუკიანს პასუხის გაცემა მოუწია მართლმსაჯულების სისტემაში იმ მოსამართლეების დარჩენაზეც, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლამდე "ქართული ოცნება" მკაცრად აკრიტიკებდა:

"2013 წლიდან დღემდე 8 წლიანი საქმიანობა 5 წუთში მოგიყვეთ, არ გამომივა, შევჩერდები რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. თავიდან არჩევანი გვქონდა გასაკეთებელი, გვებრძოლა ადამიანების წინააღმდეგ, თუ გარდაგვექმნა სისტემა. მე იმ კონკრეტული გვარებზე, პირდაპირ გეუბნებით, აზრი არ შემიცვლია, ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც მქონდა, მაქვს ახლაც. მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარი არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ანალიზის და ბჭობის შედეგად გავაკეთეთ, შეიძლება არც თუ პოპულარული არჩევანი, მაგრამ არჩევანი, რომელიც ქვეყნისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვემუშავა არა ადამიანების წინააღდეგ, არამედ სისტემის გარდასაქმნელად.

შემიძლია ვთქვა, რითი ვარ კმაყოფილი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით 3 ფუნდამენტური რეფორმა რაც გატარდა, პლუს ბავშვებისთვის შექმნილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მეოთხე ტალღა, ეს ყველაფერი გაიზომა არა რომელიღაცა კიევში დაფუძნებული IPSOS-ის მიერ, არამედ საფრანგეთის IPSOS-ის მიერ, რომელიც არის მსოფლიო გიგანტი კვლევებში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ 55% ჩვენი მოქალაქეების თვლის, რომ ამ რეფორმების წყალობით სასამართლო არის უფრო სანდო და სამართლიანი, მე, რა თქმა უნდა, მომესურვებოდა, უფრო მეტი პროცენტი იყოს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები