"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია არჩევნებს აგებს და რევოლუციური სცენარისთვის ემზადება. კობახიძემ "დღის კურიერში" ე.წ რევოლუციური შტაბის შესახებაც ისაუბრა. კობახიძე იმედოვნებს, რომ ფაქტის სამართლებრივი მტკიცებულებები იქნება.
"ჩვენ, ოპოზიციის ალტერნატიული, რევოლუციური შტაბიდან გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს აღიარებული კრიმინალი ვანო მერაბიშვილი და იქ იგეგმება გარკვეული არეულობების სცენარები.
არეულია, ზოგადად, ოპოზიცია. ხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების შიგნით არის მწვავე დაპირისპირებები. არის იქაც გარკვეული ჯგუფები, მერაბიშვილის ჯგუფი, ახალაიას ჯგუფი და ეს კრიმინალები ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებულები და ინფორმაცია მარტივად ჟონავს მათი შტაბებიდან.
რაც შეეხება სისხლის სამართლის დევნას, ეს დამოკიდებულია სამართლებრივ მტკიცებულებეზე. მე იმედი მაქვს, რომ იქნება სამართლებრივი მტკიცებულებებიც,"- განაცხადა "დღის კურიერში" "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.