17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ლოკდაუნზე საუბარი არ არის, ყველა გამოსვლაში ამას ვლაპარაკობთ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერები ოპონენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და ასევე ურჩევენ, მაქსიმალურად კონცენტრირდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ლოკდაუნის გამოცხადებას არ აპირებს და ასევე, გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. სწორედ ამიტომ, ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ ამ აზრს შეეგუონ.

"სრულ გარანტიას გაძლევთ, რომ არანაირ ლოკდაუნზე საუბარი არ არის და ყველა გამოსვლაში ამას ვლაპარაკობთ პრემიერიდან დაწყებული ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლით გაგრძელებული.

მათ შეუძლიათ დადგნენ, 3%-იანი, 2%-იანი, 4%-იანი, ბევრი პარტია შეიკრიბა ახლა "ნაცკლასტერში", ერთმანეთს ედებატონ მათ განსხვავებებზე, რასაც ასევე არ აკეთებენ, თორემ სიმართლის თქმას არაფერი არასდროს უდგას წინ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები