ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
ამის შესახებ ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 28 ოქტომბრით თარიღდება. მათი ინფორმაციით, საქართველოში 28 კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი იგზავნება.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9 წევრისგან შემდგარ სადამკვირვებლო დელეგაციას თანხლებას გაუწევს ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომლის წევრებიც საერთაშორისო დამკვირვებლებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.
გარდა ამისა დააკვირდებიან საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესს.