17 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
იყავით მშვიდად, ბატონ ირაკლი კობახიძეს ქართული პოლიტიკიდან არ დავკარგავთ - ირაკლი ქადაგიშვილი 

პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი  "დღის კურიერის" ეთერში ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ თუ "ოცნების" სამი მაჟორიტარიდან - თბილისში ლევან კობიაშვილი და სოზარ სუბარი, კახეთში კი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნებს წააგებენ, ის პოლიტიკიდან წავა. ირაკლი ქადაგიშვილმა  აღნიშნა, რომ ის არჩევნებს უპირობოდ იგებს.

"ძალიან მაღალი შანსი მაქვს პირველივე ტურში გამარჯვების, ამას კვლევაც და სამუშაოს ანალიზიც გვიდასტურებს. ამიტომ, იყავით მშვიდად, რადგან ბატონ ირაკლი კობახიძეს არ დავკარგავთ ქართული პოლიტიკიდან. მე, იმის მიუხედავად გავიმარჯვებ, რომ ჩემს თავს ხმას ვერ მივცემ,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი კვლევის შეფასებისას, რომლის თანახმადაც თბილისსა და კახეთში ოპოზიციის მაჟორიტარების კანდიდატები იმარჯვებენ, განაცხადა რომ თუ "ოცნების" სამი მაჟორიტარიდან - თბილისში ლევან კობიაშვილი და სოზარ სუბარი, კახეთში კი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნებს წააგებენ, ის პოლიტიკიდან წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთივე ქმედებას სთავაზობს IPSOS-ის კვლევის გამავრცელებელს.

ირაკლი ქადაგიშვილი ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ მის მიერ შესრულებულ სიმღერასაც გამოეხმაურა.

"ჯერჯერობით ხელს არ მიშლის ეს კოვიდი, ჩემს სულიერ განწყობას ძირს არ აგდებს. ეს ასე გაგრძელდება. მე ვიმღერე ერთხელ და არ ვაპირებ, რომ მომღერლის კარიერა გავაგრძელო. პოლიტიკაში უნდა გავაგრძელო მოღვაწეობა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღის ამბები