17 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარად მხარს ნინო ლაცაბიძეს უჭერს

რუსთავის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა მხარდაჭერას საკუთარ ოლქში "ქართული ოცნების"კანდიდატს უცხადებს.

ალექსანდრე კობაიძე ამომრჩეველს მოუწოდებს, მხარი სწორედ მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირონ. 

"ქალბატონ ნინო ლაცაბიძის პროგრამა მიმართულია ქალაქისა და საზოგადოების კეთილდღეობისაკენ და რუსთაველების ყველაზე მძიმე პრობლემების გადაჭრისკენ, რაშიც ჩემი და მისი ხედვები ემთხვევა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილია ბატონი დავით კირკიტაძის პიროვნება და მისი საქმიანობა. ჩემთვის მორალურად და პიროვნულად მიუღებელია, რომ ჩემს ქალაქში მაჟორიტარობაზე პრეტენზია ჰქონდეს მსგავს ადამიანს, რომელიც გუბერნატორობის დროს რეგიონს ექცეოდა როგორც ფეოდალი.

ჩემი მოთხოვნა და მოწოდებაა, ხმა მისცენ ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, ხოლო რაც შეეხება ალექსანდრე კობაიძეს, გავაგრძელებ პარტიულ ბრძოლას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსი მოსახვედრად,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები