პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება.
"ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება თავისუფლად, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით და საქართველო განაგრძობს მშვიდობიან განვითარებას. ყველანაირად ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ამ არჩევნებს. იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, წარუდგინონ მოქალაქეებს პროგრამები, კანდიდატები, მათ სრულიად საპირისპირო გააკეთეს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.