"სადღეგრძელო" - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შემაჯამებელი ღონისძიება ბუბა კიკაბიძის სიმღერით დაიწყო.
"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან.
"მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენ ხალხს ვხედავ ერთად თბილისში. სულ ყველას გკოცნით, ძალიან მიყვარხართ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება.
მე მინდა დღევანდელი საღამო გავხსნა სიმღერით, რომლის ტექსტიც მე თვითონ დავწერე. მუსიკა არის ხალხური და სიმღერას ჰქვია სადღეგრძელო," - ასე მიესალმა ბუბა კიკაბიძე აქციის მონაწილეებს.