17 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ჩვენი ხალხის მიზანი და ოცნებაა 2024 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს - გიორგი გახარია

"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია წარადგინა.  წარდგენაზე სიტყვით მმართველი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავის გამოსვლაში აქცენტი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ სწრაფვაზე გააკეთა. 

"პირველი ნოემბრიდან, მას შემდგომ, რაც თქვენთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, გეგმა გვაქვს ყოველი დღის, ყოველდღე რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო და მიზანი იქნება ის, რომ შემდგომ 4 წელიწადში ქვეყანა მაქსიმალურად დავაახლოოთ ევროპულ სტანდარტებს, ფასეულობებს, ინფრასტრუქტურას, განათლებას, სკოლებს, მედიცინას, იმისთვის, რომ 2024 წელს საქართველომ შეძლოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. ეს არის ჩვენი ხალხის მიზანიც და ოცნებაც,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში უამრავი გამოწვევა ჯერ კიდევ არის, თუმცა "ქართული ოცნება" ის ძალაა, რომელიც მზადაა მუდმივად ემსახუროს ხალხს. 

"მიუხედავად ბევრი კარგი პროექტისა, ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯისა, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და პრობლემები. მე შემიძლია ძალიან ბევრი პრობლემა ჩამოვთვალო, როგორც მთაწმინდის, ასევე კრწანისის რაიონში, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

შემიძლია ერთ რამეს დაგპირდეთ - ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, რომელიც მზად არის 24 საათიან რეჟიმში ემსახუროს საკუთარ ხალხს,"-განაცხადა 

დღის ამბები