კომუნალური გადასახდების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ზაფხულში დაანონსდა, პრემიერმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე მთვარობის სხდომის ფორმატში ისევ გაახმოვანა. სახელწმიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების პროგრამა პირველი ნოემბრიდან დაიწყება და თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.
პრემიერ-მინისტრის დაპირებაში ოპოზიციამ მოსყიდვის ნიშნები დაინახა - ოპონენტებმა მმართველ გუნდს სტრატეგიაც დაუწუნეს და იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად გრძელვადიანი პროგრამები არ შეიმუშავა.
ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, მმართველი გუნდი სუბსიდირების პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ პირველად პირველ აპრილს გამოაცხადა. მაშინ სახელმწიფოს თანადაფინანსება 3 თვე გაგრძელდა. როგორც პირველი ტალღის დროს, ახლაც, მოქალაქეებს, ვისაც აქვთ შესაძლებლობა კომუნალური გადასახადები საკუთარი ფინანსებით დაფაროს, შეუძლია სახელმწიფო სუბსიდირებაზე უარი თქვან.