საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" თბილისის 4 საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატები ამომრჩეველს ოფიციალურად წარუდგინა.
დიდუბე-ჩუღურეთში ამომრჩეველს გიორგი ვოლსკი წარუდგინეს, პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საკუთარი გეგმები და პარტიის პროგრამა გააცნეს. პრემიერმა გიორგი გახარიამ ამომრჩეველს განუცხადა, რომ საქართველომ უნდ ანახოს, თუ როგორია სანიმუშო, დემოკრატიული, ღია არჩევნები პანდემიის პირობებში.
მოგვიანებით პარტიამ საბურთალოელებს დავით სერგეენკო წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს, თუ არა საქართველო მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას.
დღესვე მმართველმა გუნდმა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია წარადგინა. "ქართული ოცნების" ლიდერებმა მთაწმინდელებს თბილისის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატიც წარუდგინა. პრემიერთან და პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს კანდიდატებმაც.
დღის ბოლოს პარტიამ ამომრჩევლებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ნოდარ ტურძელაძემ ამომრჩევლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ზუსტად 2 დღეში საქართველოს მოსახლეობა, მეათე მოწვევის პარლამენტს, ახალი სისტემით 120-30-ზე პრინციპით დააკომპლექტებს.