ამერიკელი სენატორები წინასაარჩევნოდ განცხადებას ავრცელებენ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის მნიშვნელოვანია ყველა მხარემ პატივი სცეს და შეასრულოს საერთაშორისო სტანდარტი, ასევე დაიცვას საარჩევნო ყუთის სანდოობა.
"ამ არჩევნების კარგად ჩატარება საქართველოს მიღწევებს კიდევ უფრო გაამყარებს და აჩვენებს ქართველი ხალხის სურვილს, მიისწრაფოდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,"- ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მნიშვნელოვანია რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. პანდემიის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან.