გორთან მომხდარ ავტოავარიას, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს:
"მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,"- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
შეგახსენებთ, გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. აღნიშნული მიკროავტობუსით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.