საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში ლოკდაუნები არ იქნება.
"წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნებზე, ეს კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უპასუხისმგებლო ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისათვის, რომ ხმები დააგროვონ. მე კიდევ აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში სისტემური ლოკდაუნი არ იქნება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.