17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
კოვიდშეზღუდვების გამო საბერძნეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს პარლამენტის არჩევნები ვერ ჩატარდება - ინფორმაცია პრემიერმა დაადასტურა

კოვიდპანდემიის გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. გიორგი გახარიას თქმით, არჩევნები ვერ ტარდება საბერძნეთსა და აზერბაიჯანში.

"ეპიდემია არის გლობალური, ჩვენ არ შეგვიძლია თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. მე როგორც ვიცი აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, იქ ვერ ტარდება და საბერძნეთში. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებული ვართ, როგორც აზერბაიჯანში ასევე საბერძნეთსა და ესპანეთში ქართული ოცნება მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას. ეს არის სუვერენული სახელმწიფოები რომელ სუვერენულ ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ არ მოქმედებს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები